აირჩიე ფენტეზის ტიპი

UFC Formula 1 NBA ლა ლიგა პრემიერ ლიგა სერია A ბუნდესლიგა ლიგა 1 ჩემპიონთა ლიგა

ქვიზი

სიახლეები

რა არის FNF.GE

Fight Night Fantasy (fnf.ge) პირველი ქართული სპორტული ფენტეზი პორტალია. აქ შენ არ დებ ფსონს რეალური ფულით - თამაში ხდება პლატფორმის მიერ მოცემული ვირტუალური ქულებით. ირჩევ, ვინ გაიმარჯვებს UFC-ის ბრძოლაში, Formula 1-ის რბოლაში, NBA-ის თამაშში ან ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში.

სრულიად უფასო პლატფორმა

რეგისტრაციისას იღებ 1,000 საწყის ქულას. ფულის შეტანა არასდროს, არცერთ ეტაპზე არ დაგჭირდება. ქულებს ფულადი ღირებულება არ აქვს და ვერც გადაცვლი - შესაბამისად, რეალურ ფულს ვერასდროს დაკარგავ. პლატფორმა არ არის დაკავშირებული აზარტულ თამაშებთან, ბუკმეიკერულ საქმიანობასთან ან კაზინოსთან.

როგორ მუშაობს FNF.GE

აირჩიე სპორტი, დადე ბილეთი და დაელოდე შედეგს. სწორი პროგნოზი ქულებს გიმატებს და ლიდერბორდზე გაწევს. ბალანსი რეგულარულად ახლდება - UFC-ზე ყოველი ივენთის, F1-ზე ყოველი რბოლის, ფეხბურთზე ყოველი ტურის, NBA-ზე კი ყოველ ორშაბათს. UFC-ის ფენტეზში ყოველი თვის ბოლოს ლიდერბორდის ტოპ 3 იზიარებს 100-ლარიან საპრიზო ფონდს (50₾ / 30₾ / 20₾). დანარჩენ სპორტებში ლიდერბორდი სარეიტინგოა, ფულადი პრიზის გარეშე.

UFC ქვიზი

ფენტეზის გარდა საიტზე მუშაობს ქვიზი - გამოცადე MMA-ს ცოდნა AI-ის წინააღმდეგ ან მოიწვიე მეგობრები.

პლატფორმა განკუთვნილია 18 წლის და მეტი ასაკის მომხმარებლებისთვის.