კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
რეგისტრაციისას: ელ. ფოსტა, მეტსახელი, პაროლი (ინახება დაშიფრული სახით, Supabase Auth-ის მეშვეობით), დაბადების წელი და სქესი.
პროფილში, სურვილისამებრ: მობილურის ნომერი, Telegram-ის სახელი, მოკლე აღწერა („ჩემს შესახებ") და ავატარი (ემოჯი ან ატვირთული ფოტო).
თამაშის პროცესში ავტომატურად: დადებული ბილეთები, ქულების ისტორია, ლიდერბორდის პოზიცია და წაკითხული სტატიები.
2. როგორ ვიყენებთ მონაცემებს
- ანგარიშზე წვდომისა და ავტორიზაციისთვის
- ლიდერბორდზე მეტსახელისა და ავატარის საჩვენებლად
- ფულადი პრიზის გადასახდელად დასაკავშირებლად (ტელეფონი ან Telegram) - ამჟამად მხოლოდ UFC-ის ფენტეზში
- საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად
საიტზე გამოიყენება Google Tag Manager და Google Analytics, რომლებიც აგროვებენ ვიზიტების სტატისტიკას (მონახულებული გვერდები, მოწყობილობის ტიპი, დაახლოებითი მდებარეობა, ტრაფიკის წყარო). ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ განზოგადებული სტატისტიკის სახით და არ უკავშირდება მომხმარებლის ანგარიშს. ამ ინსტრუმენტების მუშაობისთვის ბრაუზერში ინახება cookie-ფაილები. მათი გამორთვა შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრებიდან - ეს არ იმოქმედებს საიტის ძირითად ფუნქციონალზე.
პლატფორმა არ ყიდის მომხმარებლის მონაცემებს და არ იყენებს მათ სარეკლამო მიზნით მესამე პირების სასარგებლოდ.
3. მონაცემთა შენახვა, ვადა და დაცვა
მონაცემები ინახება Supabase-ის ინფრასტრუქტურაზე. პაროლი ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით და პლატფორმისთვისაც მიუწვდომელია. წვდომა მონაცემთა ბაზაზე შეზღუდულია და რეგულირდება ბაზის დონეზე.
მონაცემები ინახება მანამ, სანამ მომხმარებლის ანგარიში არსებობს. წაშლის მოთხოვნისას მონაცემები იშლება დაუყოვნებლივ. გამონაკლისია მოგებული პრიზის გაცემასთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომელთა შენახვაც შეიძლება საჭირო იყოს კანონით დადგენილი ვადით.
4. მესამე მხარეები
მომხმარებლის მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა მომსახურების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური პროვაიდერებისა:
- Supabase - მონაცემთა ბაზა, ავტორიზაცია და ფაილების შენახვა (ავატარები)
- GitHub Pages - საიტის ჰოსტინგი
- Google Tag Manager / Google Analytics - ვიზიტების სტატისტიკა
- Google Fonts - შრიფტების მიწოდება (გვერდის ჩატვირთვისას იღებს მომხმარებლის IP-მისამართს)
- jsDelivr - პროგრამული ბიბლიოთეკების მიწოდება
- ESPN-ის სურათების სერვისი - სპორტსმენების ფოტოების ჩვენება
- Telegram - მომხმარებელთან დასაკავშირებლად, თუ მან Telegram მიუთითა
5. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. ნაწილის შეცვლა დამოუკიდებლად შეიძლება პროფილის გვერდიდან. სრული ამონაწერის ან ანგარიშის წაშლისთვის დაგვიკავშირდი §6-ში მითითებულ არხებზე.
მოთხოვნას ვპასუხობთ, როგორც წესი, იმავე დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
6. კონტაქტი
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდი: ტელეფონი 557 007 665, Telegram @GeoArchnemesis, ან ელ. ფოსტა gugulashvili98@gmail.com.