ჩვენს შესახებ
რა არის FNF
Fight Night Fantasy (fnf.ge) - ქართულენოვანი სპორტული ფენტეზის პლატფორმაა, სადაც მომხმარებელი უფასოდ პროგნოზირებს სპორტულ შედეგებს UFC-ში, Formula 1-ში, NBA-ში და ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში (ლა ლიგა, პრემიერ ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა).
რეგისტრაცია და თამაში მთლიანად უფასოა - ფულის შეტანა არასდროს არ მოითხოვება. მომხმარებელი იღებს საწყის ვირტუალურ ქულებს და დებს პროგნოზებს ("ბილეთებს") ამ ქულებით. UFC-ის ფენტეზში ლიდერბორდის ტოპ 3 ყოველთვიურად იზიარებს 100-ლარიან ფულად პრიზს (50₾/30₾/20₾) - დანარჩენი სპორტები (F1, NBA, ფეხბურთი) ამჟამად სარეიტინგო ლიდერბორდს სთავაზობენ, ფულადი პრიზის გარეშე. სრული წესები იხილეთ წესების გვერდზე.
ორივე თამაში შეგიძლია ითამაშო როგორც მარტომ - საკუთარი თავის წინააღმდეგ ასევე ონლაინ მეგობრების წინააღმდეგ, ასეთი შესაძლებლობა საქართველოს არცერთ საიტზე არ გაქვს.
✅ მომხმარებელი დებს მხოლოდ უფასოდ მიღებულ ქულებს - ქულებს ფულადი ან გადაცვლადი ღირებულება არ აქვს.
✅ რეალურ ფულს მომხმარებელი ვერასდროს დაკარგავს.
✅ პლატფორმა არანაირად არ არის დაკავშირებული აზარტულ თამაშებთან ან კაზინოსთან.
🔞 განკუთვნილია მხოლოდ 18 წლის და მეტი ასაკის მომხმარებლებისთვის.
რატომ ვაკეთებთ ამას
ვქმნით ადგილს, სადაც ქართველ სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ გამოცადონ თავიანთი ინტუიცია საყვარელ სპორტში - სრულიად უფასოდ, ფულადი რისკის გარეშე, შედეგზე დაფუძნებული ჯილდოთი.
დაგვიკავშირდი
კითხვების, შეცდომის შეტყობინების ან წინადადების შემთხვევაში დაგვიკავშირდი: ტელეფონი 557 007 665, Telegram @GeoArchnemesis, ან ელ. ფოსტა gugulashvili98@gmail.com.